90 აბი ''სუბოქსინის'' უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

90 აბი ''სუბოქსინის'' უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1972 წელს დაბადებული ს.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი ''სუბოქსინი'' ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

34 წუთის წინ

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212