მეზვრიშვილი: არასამთავრობოებთან საპოლიციო კონტროლის კანონის გადახედვაზე ვისაუბრეთ

მეზვრიშვილი: არასამთავრობოებთან საპოლიციო კონტროლის კანონის გადახედვაზე ვისაუბრეთ

დასრულდა შს მინისტრის გიორგი გახარიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვდა. როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, სამინისტროს გამოწვევები და მიზნები  იყო საუბარი.

„როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ.

ვისაუბრეთ საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობაზე, სამინისტროს სტრუქტურულ რეფორმაზე, რამდენიმე მიმართულებით: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სასაზღვრო პოლიცია. ასევე, შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და იმ დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც შს მინისტრის მიერ დაანონსდა. ასევე, ვისაუბრეთ გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე, სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, როგორიც არის: ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ზოგადად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული და ასე შემდეგ. ჩვენ, ფაქტობრივად, ამ შეხვედრით საფუძველი ჩავუყარეთ შემდგომ თანამშრომლობას, შევთანხმდით შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე, გარკვეული მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პერიოდულობით, ეს იქნება თვეში ერთხელ, თუ ორ თვეში ერთხელ, ჩვენ შევიკრიბებით და უკვე ცალკეულ საკითხებს განვიხილავთ სამუშაო ჯგუფებში. კონკრეტულად რამდენიმე საქმეზე იყო საუბარი, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმეზე, თუმცა, ზვიად რატიანის საქმე არ ყოფილა ერთადერთი საქმე, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. რატიანის საქმის კონტექსტში ვისაუბრეთ, ზოგადად, სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ თემაში ძალიან სიღრმისეულად არ შევსულვართ იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, ჩვენ ამ თემაზე უკვე გავაკეთეთ კომენტარი.

ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად იქნა დღეს ცნობილი სასამართლოს მიერ, ასევე, მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება და სანამ არ დასრულდება ეს გამოძიება, შსს-ს მხრიდან ეს იქნება უკანასკნელი კომენტარი, რომელსაც ამ საქმეზე ვაკეთებთ... არასამთავრობოებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი შსს-ს მიმართ. ეს იყო სამინისტროს ღიაობა, გახსნილობა გარკვეული მიმართულებით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ამა თუ იმ რეფორმაში, რაზეც ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, გახსნილი და არც ერთი მიმართულებით მათთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ იქნება იმიტომ, რომ მათი ჩართულობა, ჩვენ არა ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ყველა იმ რეფორმაში, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს, მათი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“
 

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

12 საათის წინ

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოქალაქის უფლებებს საია, მეორის კი „თეთრი ხმაური“ იცავს. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც მეტამორფინის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას არეგულირებს არის ზედმეტად...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172