ვასილ მაღლაფერიძე: ევროპის ბიუროს კი არ ვხურავთ, ვაფართოვებთ!

ვასილ მაღლაფერიძე: ევროპის ბიუროს კი არ ვხურავთ, ვაფართოვებთ!

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ამავე არხის ევროპის ბიუროს ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას მიერ გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს ევროპის ბიურო იხურებოდა უარყოფს.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ "აიპრესს" განუცხადა, ევროპის ბიუროების გაფართოვება იგეგმება. მისი თქმით, ამ ბიუროში მხოლოდ ქეთევან ქარდავა არ იქნება და რამდენიმე ჯგუფი როტაციის პრინციპით იმუშავებს. 

ჩვენს კითხვაზე, თუ ადასტურებდა ქარდავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის ბიურო იხურებოდა, ვასილ მაღლაფერიძემ ასე უპასუხა:

"არავითარ შემთხვევაში. პირიქით, ევროპის ბიუროს ვაფართოვებთ. მოვიცავთ სხვა ქალაქებსაც, გავზარდეთ ევროპის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად. უბრალოდ ამ ბიუროში მხოლოდ ქარდავა კი არ იქნება, არამედ რამდენიმე ჯგუფი იმუშავებს როტაციით", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს ქეთევან ქარდავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაუწყებელზე 1 თებერვლიდან იხურებოდა ევროპის ბიურო.

"სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს , ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება. მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელ", - დაწერა Facebook-ში ქეთევან ქარდავამ.

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

1 საათის წინ

"აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172