თბილისში ''ველოსანტები'' გამოჩნდნენ (ფოტორეპორტაჟი)

თბილისში ''ველოსანტები'' გამოჩნდნენ (ფოტორეპორტაჟი)

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტმა „ველო სანტები“ პეკინის ქუჩის ველობილიკიდან სტარტი აიღო, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, სანტები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

პროექტის პირველ დღეს სანტებმა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონები მოიცვეს, 29 დეკემბერს კი, სანტები გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადაადგილდებიან.

30 დეკემბერს, პროექტი ისანი-სამგორის რაიონში, ხოლო 31 დეკემბერს კრწანისის რაიონში განხორციელდება.

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

3 წუთის წინ

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ასფალტის საფარი იგება. ეზოებში უკვე მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე, ბახტრიონის ქ. N30-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186