კორძაია: გახარია შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ვურჩევდი ლევან იზორიას დაელაპარაკოს

კორძაია: გახარია შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ვურჩევდი ლევან იზორიას დაელაპარაკოს

შს მინისტრი გიორგი გახარია შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მე მას ვურჩევდი ლევან იზორიას დაელაპარაკოს, რომელმაც თავის დროზე პარლამენტში შემოიტანა საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით არსებულ კანონზე პროექტი, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გადაცემა "არჩევანში "განაცხადა"

"სპეციალური საპოლიციო კონტროლი არ გულისხმობს ასე აბსტრაქტულად საპოლიციო კონტროლის ჩატარებას, განუკითხავად. კანონს თუ სწორად წავიკითხავთ, ეს აუცილებლად უნად იყოს დაკავშირებული კონკრეტულ სუბიექტთან, კონკრეტულ ფაქტთან

შს მინისტრს აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა და მას აქვს ძალიან მცირე, პრაქტიკულად, არ აქვს შანსი, რომ ის იყოს კარგი მინისტრი. იმიტომ, რომ შს მინისტრისთვის მინიმალური სტანდარტი არსებობს იმისთვის, რომ შს მინისტრი იყოს იურისტი.

შეიძლება მას პოლიციის შესახებ კანონი წაკითხული აქვს, მაგრამ მისი მთლიანობაში აღქმა, ეს უკვე ან იურისტის დახმარებით უნდა მოახერხოს და კარგი იქნება... იურისტები თუ ჰყავს ეჭვი მეპარება, ასეთ რჩევებს არ მისცემდნენ ან მან თვითონ უნდა შეძლოს", - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

რომან გოცირიძე: დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე

რომან გოცირიძე: დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე

13 წუთის წინ

"გვიზის მინისტრები, არადა არ არიან მინისტრები. გიორგი შენგელაია რომ თამაშობს ფილმში, "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", დაღონებულია პატარძალი არ მოვიდა, და დაუკარით უპატარძლო ქორწილიაო.... დაუკარით, უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151