სერგი კაპანაძე: ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველოდან გაუშვეს?

სერგი კაპანაძე: ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველოდან გაუშვეს?

‘’ჩემთვის რაც ყველზე მნიშვნელოვანი კითხვაა პასუხგაუცემელი რჩება - ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველდან გაუშვეს’’, - განაცხადა ''ევროპული საქართველოს'' წევრმა სერგი კაპანაძემ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

''დღევანდელი სპეცოპერაციის ყველა დეტალი მაქსიმალურად უნდა იყოს გასაჯაროებული.მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას; რაც უფრო მალე მოხდება ეს და ნაკლებად დაგვიანდება , იქნება უკეთესი . საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სპეცოპერაციები მსხვერპლისა და დანაკარგის გარეშე ტარდებოდეს . რაც მთავარია ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, პასუხგაუცემელი რჩება - ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველდან გაუშვეს , მანამდე ციხიდან გაათავისუფლეს და შემდეგ საქართველოში ისე გადმოიყვანეს, რომ ამაზე ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო “, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

1 საათის წინ

 როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, პატარა კენჭი დადო "ქართული ოცნების" ლურჯი დროშის ქვეშ. "მე საიდან ვიცი, თქვენ და ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი და აქვთ ეჭვი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172