კაპანაძე:როცა ჰოლივუდის პროდუქციას ადგილობრივით ჩაანაცვლებ, შესაძლოა, ყურებადობამ დაიკლოს

კაპანაძე:როცა ჰოლივუდის პროდუქციას ადგილობრივით ჩაანაცვლებ, შესაძლოა, ყურებადობამ დაიკლოს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგების თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც უნდა იმსჯელოს ერთი მხრივ მაუწყებელში დასაქმებულმა ადამიანებმა და მეორე მხრივ საზოგადოებამ იმაზე თუ რა მოლოდინები არსებობს. ჩემთვის, როგორც წარსულში საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაში ჩართული ადამიანისთვის და ახლა როგორც მაუწყებლის დირექტორის პოზიციაა, რომ ამ მუშაობას სჭირდება ინდიკატორი", - ეს განცხადება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნათია კაპანაძემ "აიპრესთან" ინტერვიუში თქვა, აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში არ შეიძლება საერთო ბადის 80% ეკავოს იმ პროდუქციას, რომელსაც მაუწყებელი თვითონ არ აწარმოებს. მისი თქმით, იანვრისთვის მათ ექნებათ მყარი ბადე, რომელიც მიახლოებული იქნება ერთი მხრივ კანონის მოთხოვნებთან, ხოლო მეორე მხრივ იმ პრიორიტეტებთან, რომელსაც ადგენს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო.

"შესაძლოა დღეს, XXI საუკუნეში ინდიკატორი აღარ არის მხოლოდ რეიტინგების მთვლელი კომპანიების მონაცემები, რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რეგიონების მაჩვენებლები არ ითვლება. თუმცა, ძირითადი ინსტრუმენტები, რაც აქვთ მთვლელ კომპანიებს, ვფიქრობ, რომ მაუწყებელს უფრო აქტიური გამოყენების შემთხვევაში განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

პირველ რიგში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავაკვირდეთ ქცევებს კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით. დავაკვრდეთ აუდიტორიის ქცევას მიგრაციას ან ინტერესს მის მიმართ. ასევე ვთხოვეთ ამ კომპანიას ჩვენი ბადის პროფესიონალი ანალიზი ორჯერ. მეორე მხრივ უნდა განვსაზღვროთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები და ასევე გათვლა უნდა მოხდეს ინტერნეტში, Facebook-ში ნახვებისა თუ გაზიარებების თვალსაზრისითაც.

რაც შეეხება მაჩვენებლის ცვლილებას, რომელიც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში ეს ცვლილება საკმაოდ სახასიათო ნაწილია. მრჩეველთა საბჭოს დოკუმენტშიც არის საუბარი და ჩვენც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ საკუთარი პროდუქციის წარმოებაზე. ძირითადი საკითხები რაც საზოგადოებას უნდა მიაწოდოს არის არსებული პროდუქციის გაშუქება, ანალიზი და ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მე ვფიქრობ, რომ აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში არ შეიძლება საერთო ბადის 80% ეკავოს იმ პროდუქციას, რომელსაც მაუწყებელი თვითონ არ აწარმოებს. უკვე იანვრისთვის ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება მყარი ბადე, რომელიც მიახლოებული იქნება ერთი მხრივ კანონის მოთხოვნებთან, ხოლო მეორე მხრივ იმ პრიორიტეტებთან, რომელსაც ადგენს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო.

 

რა თქმა უნდა, როდესაც ჰოლივუდის პროდუქციის ჩანაცვლებას ადგილობრივით მოვახდენთ, მაშინ ყურებადობა შესაძლოა იყოს ნაკლები. ეს არის ერთგვარი რისკი, მაგრამ ალბათ მსგავსი ნაბიჯების გადადგმის გარეშე მაუწყებელი დარჩება პრეზენტატორი ფილმებისა და სხვა მექანიკური პროდუქციისა თუ ის ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ადგილობრივი საკითხების გაშუქებას, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანის მაუწყებლის შესახებ კანონის შესრულებას ვერ შეძლებს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ პროცესშია - შეიქმნას დილის ზოლი, შუადღის ზოლი, საღამოს ეთერი - თოქშოუები, ღამის ეთერი", - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

1 საათის წინ

"აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172