მერიამ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს ხარვეზების გამოსასწორებლად 10 დღიანი  ვადა მისცა

მერიამ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს ხარვეზების გამოსასწორებლად 10 დღიანი ვადა მისცა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროს თემურ ბოლოთაშვილთან ერთად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის - „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე იმ შენიშვნებზე ისაუბრეს, რომელიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას თბილისის განვითარების მთავარი დოკუმენტის მიმართ გააჩნია.

თბილისის მერის მოადგილემ ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა მისი თქმით, თბილისის განვითარების სრულფასოვანი დოკუმენტის მისაღებად, არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.

„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას შეეხო, რომელიც ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უნდა წარმოადგინოს. მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი ხარვეზები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.


დედაქალაქის მერიამ თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები დაუდგინა და მათ გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მისცა. თბილისის მერიის შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება. 

სოფო კილაძე: განუზომელია რელიგიების როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში

სოფო კილაძე: განუზომელია რელიგიების როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში

59 წუთის წინ

კონფერენციაზე, რომლის თემა იყო რელიგიების როლი 1918-2018 წლების საქართველოში, მონაწილებას იღებდნენ საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების, პარლამენტის, მთავრობისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. თავის გამოსვლაში, ადამიანის...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052