თამარ ჩერგოლეიშვილი: 2013 წელს  ეს ანაფორაში გამოწყობილი ეშმაკები დამდევდნენ

თამარ ჩერგოლეიშვილი: 2013 წელს ეს ანაფორაში გამოწყობილი ეშმაკები დამდევდნენ

„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი 2017 წლის შეჯამებისას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტნის გურამ კაშიას ქმედებას გამოეხმაურა, როდესაც მან „ვიტესი“ „ჰერალდიკის“ წინააღმდეგ ლგბტ პირების მხარდმჭერი სამკლაურით გაიყვანა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც გააკეთა კაშიამ. 4 წლის წინ, როდესაც მე თავისუფლების მოედანზე ვიდექი, დამდევდნენ ანაფორაში გამოწყობილი ეშმაკები, ვერ გავიგე რისთვის, იმიტომ რომ სუსტებს ვედექი გვერდით და მათ უფლებას ვცავდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ასე ერთსულოვანი იქნებოდა და დაგმობდნენ განსხვავებული სექსუალური იდენტობის ადამიანებზე ძალადობას. ვფიქრობ, ეს არის გარღვევა ჩვენი საზოგაოდებრივ ცნობიერებაში და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგებს. ეს არის კარგი, რაც მოხდა“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

45 წუთის წინ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151