ამერიკა რუსეთს მსოფლიოში წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს

ამერიკა რუსეთს მსოფლიოში წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთი აშშ-ს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია აღნიშნული, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.

ვაშინგტონის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე რუსეთის ფედერაციის ბირთვული ძალებია.

"რუსეთის ამბიციების და მზარდი სამხედრო შესაძლებლობების კომბინაცია ევრაზიის საზღვრებზე არასტაბილურობას ქმნის, სადაც რუსეთის მხრიდან კონფლიქტის რისკი იზრდება," - ნათქვამია დოკუმენტში. ვაშინგტონის შეფასებით, საფრთხეს ასევე წარმოადგენს რუსეთის მცდელობები, რომ მედიის საშუალებით "დემოკრატიის დამხობას" შეეცადოს.

"დღეს, ისეთი მოთამაშეები, როგორიც რუსეთია ინფორმაციულ საშუალებებს იყენებს იმისთვის, რომ დემოკრატიული ქვეყნების ლეგიტიმურობას საფრთხე შეუქმნას. ჩვენი ოპონენტები ორიენტირებული არიან მედიის, პოლიტიკური პროცესების, სოციალური ქსელების დაფინანსების, პერსონალური მონაცემების მიღებაზე ", - ნათქვამია სტრატეგიაში.

მათი შეფასებით, "ჩინეთი და რუსეთი თავიანთ პოტენციალს ავითარებენ და აფართოებენ, რაც ამერიკულ ღირებულებებსა და ინტერესებს ეწინააღმდეგება". დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს საფრთხეს უქმნიან. აღსანიშნავია, რომ გამოწვევების მიუხედავად, ვაშინგტონი მზადაა მოსკოვთან და პეკინთან "საერთო ინტერესის სფეროში" ითანამშრომლოს.

The Guardians Of The Galaxy-ის რეჟისორი The Walt Disney Studio-დან გაათავისუფლეს

The Guardians Of The Galaxy-ის რეჟისორი The Walt Disney Studio-დან გაათავისუფლეს

48 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეურაცხმყოფელი საქციელი და განცხადებები, რომლებიც ჯეიმსის ტვიტერზე აღმოაჩინეს, სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელია სტუდიასთან, ამის გამო, სტუდიის წარმომადგენლებმა, რეჟისორთან საქმიანი კავშირები...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080