Voice of Germany-ის გამარჯვებული ნათია თოდუა გერმანიაში Au Pair პროგრამით მოხვდა

Voice of Germany-ის გამარჯვებული ნათია თოდუა გერმანიაში Au Pair პროგრამით მოხვდა

ნათია თოდუას შესახებ, რომელმაც "გერმანულ ვოისში" გაიმარჯვა, გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს.

"ძალიან გაოცებული, მადლიერი და ბედნიერი ვარ" - ნათია თოდუამ "გერმანული ვოისის" მეშვიდე სეზონში გაიმარჯვა. სამ-საათიანი ლაივ შოუს ფინალში 21 წლის ნათია თოდუამ მაყურებელთა ხმების ნახევარი მიიღო.

როგორც გამოცემა იუწყება, თოდუა საქართველოდანაა და გერმანიაში, ერთი წლის განმავლობაში Au Pair პროგრამით მუშაობს. ტელეშოუში იგი ბოლო კვირის განმავლობაში მომღერალ სამუ ჰაბერთან ემზადებოდა.

"ყოველ რეპეტიციაზე მეშინოდა, რადგან იგი ჩვენს გეგმას არასდროს მიჰყვებოდა. იგი ყოველთვის რაღაც ახალს აკეთებდა და ბოლოს ვთქვით, რომ დაე მას გაეკეთებინა თავისი საქმე", - აცხადებს ჰაბერი.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054