ეკა ბესელია: მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია

ეკა ბესელია: მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიადა თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე დღეს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ცვლილებები დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იუსიტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის სკოლასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, იმ სამუშაო გეგმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ამ რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს. 

„კომიტეტში შქმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოა ჩართული - საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაცია. ძალიან დიდი ინტერესია ამ რეფორმის მიმართ, რომელიც გაგრძელება იქნება უკვე გატარებული 3 ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია გატარდეს რეფორმა და შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს, იუსტიციის სკოლასა და მოსამართლეების სკოლას, მოსამართლეების დანიშვნის წესსა და დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ​

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

1 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151