თავდაცვის მინისტრი აშშ-ის საზღვაო ქვეითების სარდლის მოადგილეს შეხვედა

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის საზღვაო ქვეითების სარდლის მოადგილეს შეხვედა

საქართველოში ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე იმყოფება. პოლკოვნიკ ჯონ ქაროლს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეით ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმრებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა მოსამზადებელ ეტაპზე აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლობასთან თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო მისიებს არ მოიცავს. სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენდა, რომელსაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ახორციელებს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

24 წუთის წინ

„კონსტიტუცია მოითხოვს რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს პრემიერი, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერი არ ყოფილა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი ყველა გულისხმობდა ამას და ირიბად ამბობდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომ საბოლოო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186