ვარდების მოედანზე ახალი რესტორანი "ანდროპოვის ყურები" გაიხსნა

ვარდების მოედანზე ახალი რესტორანი "ანდროპოვის ყურები" გაიხსნა

ვარდების მოედანზე მდებარე "რესპუბლიკის" შენობაში თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორნის პრეზენტაცია გაიმართა. "ანდროპოვის ყურები", ასე ქვია რესტორანს, რომლის ინტერიერზეც ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ Gilles & Bossier იმუშავა.

აღნიშნული ბრენდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაღალი რანგის რესტორნებისა და სასტუმროების დიზაინზე მუშაობს.

(https://www.gillesetboissier.com/home.php).

დიზაინერი პატრიკ ჟილის თქმით - რესტორნის კონცეფციის შექმნის ინსპირაცია თბილისის ისტორიული ადგილები და ძველი უბნები გახდა. თანამედროვე დროსა და გარემოზე ისტორიული მნიშვნელობის მორგების გამო იქნა არჩეული სახელწოდებაც.

თბილისის ცენტრში, "რესპუბლიკის" ბოლო სართულზე განთავსებული რესტორნიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება. დახვეწილ ინტერიერს ადგილობრივი ელემენტების და კოსმოპოლიტური სტილის სინთეზი ქმნის.

რესტორნის განკარგულებაშია ტერასა და ბარი, რომელიც საუკეთესო კლასიკური კოქტეილებისა და ქართული ღვინის ფართო არჩევანს გთავაზობთ.

თევზისა და ზღვის პროდუქტების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ მრავალფეროვანი მენიუდან უმაღლესი ხარისხის კერძები დააგემოვნონ.

მრავალფუნქციური სივრცე "რესპუბლიკა", რომელიც "რადისონის" ჯგუფის მართვის ქვეშ იქნება, იანვრიდან სრული დატვირთვით იმუშავებს. "რესპუბლიკა" ვარდების მოედნის განვითარების იმ მთლიანი კონცეფციის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2007 წლიდან "სილქ როუდ ჯგუფი" ახორციელებს.

"სუპერ წარუმატებული ადგილიდან ჩვენ გავაკეთეთ სუპერ წარმატებული პროექტი.

სწორედ ასეთია ჩვენი ხედვა ვარდების მოედანთან დაკავშირებით.

სასტუმრო ივერიის ნაცვლად, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში იყო ომის წაგების, დამარცხების სიმბოლო ახლა სასტუმრო რადისონი დგას, რომელიც უკვე მესამეჯერ აღიარეს საუკეთესოდ მსოფლიოში.

ასეთი წარმატებული იქნება აქ ახალი სასტუმრო ტელეგრაფი, ასეთი წარმატებული იქნება მთლიანად მოედანი და ასეთი წარმატებული იქნება საქართველო." - აღნიშნა "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ახალი რესტორნის პრეზენტაციაზე.

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

2 საათის წინ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237