ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პირველი მოადგილე წარადგინა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პირველი მოადგილე წარადგინა

  • iRegions.Ge
  • 14 დეკემბერი, 2017
  • 07:24
  • ადმინისტრატორი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ვაკანტური პოზიცია ზვიად ქურდაძემ დაიკავა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკური განვითარების, საბიუჯეტო და ზედამხედველობის სამსახურებს გაუწევს ორგანიზებასა და მონიტორინგს.

ზვიად ქურდაძე განათლებით ეკონომისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხაშურისა და გორის საგადასახადო ინსპექციებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2010 წლიდან იგი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრში მუშაობს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა ზურაბ ჩხიტუნიძემ შეინარჩუნა. მის დაქვემდებარებაში რჩება იურიდიული უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურები. მერის პირველი მოადგილე უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის, საერთო -სახალხო დღესასწაული აღინიშნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის, საერთო -სახალხო დღესასწაული აღინიშნა

4 საათის წინ

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა, როხის წნინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. სოფლის ცენტრში გაიხსნა სკვერი, ოთხ ადგილობრივს  კი როხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.   ექიმ ლელა ბრეგაძეს, დამსახურებულ...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273