მარინ ლე პენის პარტიას ევროპარლამენტის რესურსების გაფლანგვაში ადანაშაულებენ

მარინ ლე პენის პარტიას ევროპარლამენტის რესურსების გაფლანგვაში ადანაშაულებენ

პარტია „ეროვნულ ფრონტს“, რომელსაც მარინ ლე პენი ხელმძღვანელობს, ბრალად ევროპარლამენტის რესურსების გაფლანგვა ედება. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press პროკურატურის წყაროზე დაყრდბობით ავრცელებს.

გარდა ამისა, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ პარტია, ევროპარლამენტის რესურსებით, თანამშრომლებს ქირაობდა, რომლებიც მხოლოდ „ეროვნული ფრონტისთვის“ მუშაობდნენ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმის სახით 375 ათასი ევროს გადახდას ითვალისწინებს.

მანამდე, იგივე ბრალდება მარინ ლე პენსაც დაუყენეს. ამა წლის 22 თებერვალს, საფრანგეთის პოლიციამ პარტია "ეროვნული ფრონტის" ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მარინ ლე პენი ფინანსური მაქინაციების საქმესთან დაკავშირებით დაკითხა. ევროპარლამენტის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მარინ ლე პენმა 2011-2012 წწ-ში თანაშემწისთვის ევროპული ფონდებიდან თანხები უკანონოდ გადარიცხა.

კერძოდ, BBC-ის ინფორმაციით, მარინ ლე პენი სავარაუდოდ თანაპარტიელი კატრინ გრიზეს მუშაობას უკანონოდ აფინანსებდა. ევროპარლამენტი მოითხოვდა, რომ მარინ ლე პენს უკანონოდ დახარჯული 300 ათასი ევრო დაებრუნებინა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

14 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237