2018 წლიდან საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონები აიკრძალება

2018 წლიდან საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონები აიკრძალება

2018 სექტემბერიდან საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება სრულად აიკრძალება. როგორც სააგენტო France Press წერს, საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან მიშელ ბლანქუერმა განაცხადა, რომ მობილური ტელეფონება სკოლებში მომდევნო სასწავლო წლის დაწყებიდან აიკრძალება. 

მედიის თანახმად, სკოლებში მობილური ტელეფონები მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისიდან აიკრძალება. აღსანიშნავია, რომ ეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამჟამად, საფრანგეთის დაწყებით სკოლებში, ასევე მეოთხე კლასამდე მობილური ტელეფონების გამოყენება დაუშვებელია. სექტემბრიდან ეს აკრძალვა სრულად ამოქმედდება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მობილური ტელეფონები შეინახონ და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღონ. 

საფრანგეთში ბავშვები და მოზარდები მობილურ ტელეფონს ხშირად გამოიყენებენ.

2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 2011 წელთან შედარებით, მოზარდების 80% -ზე მეტი მობილურ ტელეფონს ან ე.წ სმარტფონს ფლობს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა. საფრანგეთში მობილური ტელეფონების "ჩანაცვლებას" ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გეგმავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში პროგრამა ყველა ფრანგულ დაწყებით სკოლაში გავრცელდება.

კიკაბიძე: სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო

კიკაბიძე: სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო

8 წუთის წინ

ჟურნალისტმა კიკაბიძეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებაზე სთხოვა კომენტარის გაკეთება, რომელმაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სააკაშვილს შეადარა. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151