მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე აგვისტოს ბოლომდე საავტომობილო გზა დაიკეტება

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე აგვისტოს ბოლომდე საავტომობილო გზა დაიკეტება

112-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, დღეიდან მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიკეტება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე კი მოსახლეობა სპეციალურად გაკეთებული შემოვლითი გზით ისარგებლებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიაში განმარტავენ, რომ 112-ის მართვის ცენტრის მიმდებარედ არსებული გზის ეს მონაკვეთი ივნისში მოსული, ჭარბი ნალექის დროს დაზიანდა და მისი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა გზის სასწრაფო რეაბილიტაცია.

საბურთალოს გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოძრაობის ერთ-ერთი განმტვირთავი მარშრუტია და მისი დაკეტვა თბილისის ისედაც გადატვირთულ ქუჩებში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა, სწორედ ამიტომ, საბურთალოს რაიონის გამგეობის დავალებით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვით, საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტაციის პროექტის დასრულებამდე შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს, გზის მოწყობა კი როგორც მერიაში განმარტავენ, თითქმის დასრულებულია.

საბურთალოს რაიონის გამგებელის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია სრული დატვირთვით იმუშავებს, რათა დაზიანებული გზის შეკეთება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოქალაქეებმა უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

4 საათის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207