ევროკავშირმა იერუსალიმის თაობაზე ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა

ევროკავშირმა იერუსალიმის თაობაზე ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე შესაძლოა პალესტინასთან კონფლიქტი გამოიწვიოს და „ბნელ საუკუნეებში" დაგვაბრუნოს. Financial Times-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე. "ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ უკან ბნელ დროში, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ", - აცხადებს მოგერინი.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს " დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".

როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვეს. 

ჰიუ გრანტი 57 წლის ასაკში პირველად ქორწინდება

ჰიუ გრანტი 57 წლის ასაკში პირველად ქორწინდება

35 წუთის წინ

ქორწინების შესახებ ინფორმაცია ლონდონში კენსინგტონისა და ჩელსის (ჩელსი ძველი ქალაქის დარბაზი) სარეგისტრაციო სამსახურშია განთავსებული. როგორც ტელეარხი იუწყება, წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს. პირველი შვილი 2012 წელს დაიბადა, 2015 წელს კი მათ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341