სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე Femen-ის გაშიშვლებული აქტივისტი გამოჩნდა (ფოტორეპორტაჟი)

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე Femen-ის გაშიშვლებული აქტივისტი გამოჩნდა (ფოტორეპორტაჟი)

უკრაინაში, უმაღლეს რადასთან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ კარვების ქალაქთან მოძრაობა Femen-ის შიშველი აქტივისტი გამოჩნდა. ინფორმაციას სააგენტო koresspondent.net ავრცელებს. 

აქტივისტი ტანისამოსის ამარა იმყოფებოდა და თან სასტვენი ჰქონდა. მის მკერდზე ასეთი სახის წარწერა იყო გამოსახული: "პეტია" და "მიხო". ასევე, უცენზურო ფრაზა.

Femen-ის წარმომადგენელსა და მომიტინგეს შორის მცირედი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ქალი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

სააგენტო Страна.ua-ს ცნობით, აქტივისტი პროფესიით უკრაინული ენის პედაგოგი და ლგბტ თემის წარმომადგენელია. 

 

ცნობისთვის, 5 დეკემბერს სააკაშვილის ბინაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა, ხოლო თავად მიხეილ სააკაშვილი დააკავა. დაკავებისა და პოლიტიკოსის მიკროავტობუსში მოთავსების შემდეგ, ვითარება დაიძაბა და სააკაშვილის მომხრეებსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმს შორის დაპირისპირება დაიწყო. რამდენიმე საათში მათ სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხეს და რადას შენობისკენ დაიძრნენ.

სააკაშვილს ბრალად დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელშეწყობა და მათი დაფარვა ედება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სააკაშვილს ნებაყოფლობით ჩაბარებისათვის 24 საათი მისცა. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები რადას შენობასთან საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებენ.

ჰიუ გრანტი 57 წლის ასაკში პირველად ქორწინდება

ჰიუ გრანტი 57 წლის ასაკში პირველად ქორწინდება

33 წუთის წინ

ქორწინების შესახებ ინფორმაცია ლონდონში კენსინგტონისა და ჩელსის (ჩელსი ძველი ქალაქის დარბაზი) სარეგისტრაციო სამსახურშია განთავსებული. როგორც ტელეარხი იუწყება, წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს. პირველი შვილი 2012 წელს დაიბადა, 2015 წელს კი მათ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341