ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, ერაყში აშშ-ს ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს

ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, ერაყში აშშ-ს ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე რეგიონში მისი მოკავშირე ერაყიც აღაშფოთა. ოფიციალურმა ბაღდადმა აშშ-ს ელჩი დაიბარა და ამერიკული გადაწყვეტილების საპასუხოდ, საპროტესტო ნოტა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნინავს, ერაყი ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ვაშინგტონსა და ირანს შორის კარგი ურთიერთობა აქვს. "ვაფრთხილებთ, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა რეგიონისა და მსოფლიოს სახიფათო შედეგები მოუტანოს, ამერიკის ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს და სახიფათო ესკალაცია შეწყვიტოს, რომელიც ექსტრემიზმს ასაზრდოებს და ტერორიზმისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის", - ნათქვამია ერაყის მთავრობის განცხადებაში.

ერაყის მთავარმა სასულიერო პირმა აიათოლა ალი ალ-სისტანმა ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაგმო და ისლამურ საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237