გია ხუხაშვილი: პრემიერს დეპუტატ შალელაშვილის ღია წერილზე ისტერიული რეაქცია ჰქონდა

გია ხუხაშვილი: პრემიერს დეპუტატ შალელაშვილის ღია წერილზე ისტერიული რეაქცია ჰქონდა

ყოფილი პრემიერმინისტრის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის ღია წერილთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ცოტა არაადეკვატური და ისტერიული რეაქცია ჰქონდა.

როგორც ხუხაშვილმა „აიპრესს“ უთხრა, უმრავლესობის წევრის პრემიერისადმი მიმართული ღია წერილი არ ნიშნავს იმას, რომ სახელისუფლებო გუნდში კომუნიკაციისა და დიალოგის ნაკლებობაა.

„არა მგონია, რომ საპარლამენტო უმრვალესობის წევრის შოთა შალელაშვილის პრემიერისადმი მიმართული ღია წერილი ხელისუფლებაში კომუნიკაციის ნაკლებობაზე მიანიშნებდეს. მე მგონი ზედმეტ დრამატიზირებას ვახდენთ.

პირიქით, პრემიერის განცხადება, რომ ურთიერთობის ასეთი ფორმა მიუღებელია, საკმაოდ არაადეკვატურად მეჩვენება. ყველა დეპუტატს უფლება აქვს, გამოხატოს თავისი პოზიცია. ეს არის ერთი დეპუტატის პოზიცია, ეს არაა ხელისუფლების პოზიცია. აქედან გამომდინარე პრემიერის მხრიდან ასეთი რეაქცია გაუგებარია. დეპუტატის მიზანი მხოლოდ პრემიერისადმი მიმართვა არ ყოფილა. მისი მიზანი იყო, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მისთვის ეს არის მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხი.

მე ასე ღრმად არ ჩავიდოდი. მეჩვენება, რომ პრემიერმა არ შეაფასა სწორად და რბილად რომ ვთქვათ, ისტერიული რეაქცია მისცა აბსოლუტურად ნორმალურ საკითხზე. ეს არის ერთი დეპუტატის პოზიცია, რაც პატივსაცემია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციას შეიძლება არ დაეთანხმო, ეს სხვა საკითხია. მეც არ დავეთანხმებოდი, რომ ამ ეტაპზე ასეთი რადიკალური ნაბიჯები გადაგვედგა, მაგრამ ეს არის დეპუტატის პოზიცია“, - გვითხრა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. გადაწყვეტილება ისრაელში მოიწონეს, თუმცა მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ პალესტინაში და ამას აქციებიც მოჰყვა.

საქართველოს ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს. პრემიერ ღია წერილით უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა მიმართა და მოუწოდა, საქართველომ მხარდაჭერა გამოუცხადოს მეგობარ ისრაელს. გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ურთიერთობის ეს ფორმა მისთვის მიუღებელია და პოზიცია მსჯელობის შედეგად იქნება მიღებული.

ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე "საიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე "საიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

50 წუთის წინ

ზაზა გაბუნია - ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განხორციელებას, რადგან მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებს უკავშირდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტებში ამ კომპონენტების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341