პეტრიწის ქუჩაზე  სკვერი მოეწყო

პეტრიწის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე №186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სკვერში პროექტის ფარგლებში, ბავშვებისათვის საქანელა, სასრიალო და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდა. გაკეთდა საჩრდილობელი, ძველი სკამები და სანაგვე ურნები კი ახლით შეიცვალა.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით სამუშაოები შპს „ჯეო პარკ“-მა განახორციელა.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე დიდი დიღმის მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

გამგებელმა რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრა და მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე პროექტი, მათ შორის, გზის რეაბილიტაცია, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობა დაგეგმა.

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24 წუთის წინ

ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს გადახურვა განახლდება. პროექტის ღირებულება 14 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341