8 დეკემბერს ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ზურაბ ბერსენაძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

8 დეკემბერს ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ზურაბ ბერსენაძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

2017 წლის 8 დეკემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა მიმართულება - ტიხრული და ვიტრაჟული მინანქარი, ჭედურობა, ფერწერა, გრაფიკა.

ზურაბ ბერსენაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი.

მუშაობდა ქ. თბილისის სამხატვრო კომბინატში მხატვარ-გამფორმებლად.

მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრიბ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.

მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში-ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, რუსეთში, საბერძნეთში, გერმანიაში.

გამოფენა საინტერესოა მხატვრის ინდივიდუალური ხედვის თავისებურებით, ტექნიკური ოსტატობით და მაღალმხატვრული კომპოზიციებით.

გამოფენა გაიხსნება 8 დეკემბერს, 19 საათზე და გაგრძელდება 15 დეკემბრამდე

ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებამდე ქართულ მედიას შეხვდება

ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებამდე ქართულ მედიას შეხვდება

10 საათის წინ

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ბლანტი პირველი სოლო მომღერალია, რომელიც Black Pearl Live  მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება  და ფესტივალში "დამოუკიდებლობის დღე" მიიღებს მონაწილეობას...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237