ღაზას სექტორის საზღვარზე შეტაკებების შედეგად, 18 პირი დაშავდა

ღაზას სექტორის საზღვარზე შეტაკებების შედეგად, 18 პირი დაშავდა

ღაზას სექტორის საზღვარზე ებრაელ და პალესტინელ სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Haaretz ავრცელებს.

დემონსტრაციები ასევე ჩატარდა ქალაქებში რამალაში, ტულ კარმსა და ნაბლუსში, დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელის ხელისუფლებამ ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. დემონსტრანტებმა ამერიკის დროშები დაწვეს.

შეტაკებების შედეგად, მინიმუმ 18 ადამიანი დაშავდა, 14 მათგანი დასავლეთ სანაპიროზე.

როგორც Jerusalem Post იუწყება, საპროტესტო აქციები იერუსალიმის ძველ ქალაქშიც გაიმართა. პალესტინის „წითელი ჯვრის“ მონაცემებით, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რის შედეგადაც 14 პირი დაშავდა.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს " დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".

როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

16 წუთის წინ

ცერემონიალი საიდუმლო სამსახურის შტაბში გაიმართა. მას ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ს ადმინისტრაციის რამდენიმე მინისტრი. ამა წლის 16 მაისს, აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტმა CIA- ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341