გაერო-ში აშშ-ს წარმომადგენელი იერუსალიმის სტატუსზე: ტრამპმა აღიარა ის, რაც ყველამ იცის

გაერო-ში აშშ-ს წარმომადგენელი იერუსალიმის სტატუსზე: ტრამპმა აღიარა ის, რაც ყველამ იცის

გაეროში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის შეფასებით, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად მიჩნევით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა ის, რაც "ყველამ იცის,". ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

"იერუსალიმში ისრაელის პარლამენტი, პრემიერმინისტრის ოფისი, უზენაესი სასამართლო მდებარეობს. ის ისრაელის დედაქალაქია ", -განაცხადა ჰეილიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სამშვიდობო პროცესისთვის დაბრკოლება არ უნდა იყოს.

მანამდე, პალესტინის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-ს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა დასრულდა.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს " დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".

როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

13 წუთის წინ

ცერემონიალი საიდუმლო სამსახურის შტაბში გაიმართა. მას ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ს ადმინისტრაციის რამდენიმე მინისტრი. ამა წლის 16 მაისს, აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტმა CIA- ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341