ავსტრალიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

ავსტრალიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

ავსტრალიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კანონი ძალაში ერთი თვის განმავლობაში შევა, ხოლო პირველი ასეთი ქორწილი თებერვალშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, 4 დეკემბერს პარლამენტში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ დებატებისას დეპუტატმა ტიმ უილსონმა თავის პარტნიორს დაქორწინება შესთავაზა, რომელთანაც იგი ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრობს.

ნოემბერში ავსტრალიაში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც მონაწილეთა 61%-მა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 12.7 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. შესაბამისად, ავსტრალია 26-ე ქვეყანა გახდება, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება.

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

12 წუთის წინ

ცერემონიალი საიდუმლო სამსახურის შტაბში გაიმართა. მას ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ს ადმინისტრაციის რამდენიმე მინისტრი. ამა წლის 16 მაისს, აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტმა CIA- ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341