"ქუდი, ჯოხი, თბილი ფაჩუჩები"-ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების საახალწლო სურვილები

"ქუდი, ჯოხი, თბილი ფაჩუჩები"-ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების საახალწლო სურვილები

"ჩემი საახალწლო სურვილი არის თბილი ქუდი, ჯოხი და თბილი ფაჩუჩები... საახალწლოდ ჩემი სურვილია მქონდეს თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი... ჩემი სურვილია მქონდეს თბილი ხალათი, რომ ეს ზამთარი გადავიტანო როგორმე... ჩემი სურვილია მქონდეს თბილი სვიტრი და თბილი წინდები", - ასე გამოიყურება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების საახალწლო სურვილები. 

ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლი 2016 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. დღეს უკვე 60 ბენეფიციარს სამი ტიპის სერვისს სთავაზობს: შინმოვლა, დღის ცენტრი და სადღეღამისო სერვისი.

ბენეფიციარები კამერასთან თავიანთ ისტორიებსაც ყვებიან. უმრავლესობა ხანდაზმულთა სახლში მოხვედრის მიზეზად თავიანთ ასაკსა და დაუძლურებას აბრალებენ. ისინი ფიქრობენ, რომ უმოქმედო და დაუძლურებული ადამიანი აღარავის სჭირდება და ზოგიერთი თავიანთ შვილებს ამის გამო არც ამტყუნებს.

"სამი ბიჭი და ერთი გოგო მყავს. 6 ბიჭი და ერთი გოგო შვილიშვილი მყავს. სამი შვილთაშვილი მყავს. რაც დავბერდი და მუშაობა აღარ შემიძლია შვილებსაც აღარ უნდა ბებერი ადამიანი. არ ვენდურები. გაჭირვება აქვთ. ჩემთვის აღარ არიან", - ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი, მოხუცი ბაბუ. 

ბენეფიციარებს შორის ძალიან განათლებული და პროფესიონალი ხანდაზმულები არიან. მათ არასდროს ეგონათ, რომ ცხოვრების გზა ამ სახლამდე მიყვანდა, თუმცა ბედს ეგუებიან. 

"პროფესიით ვარ ფიზიკა-მათემატიკოსი, ეკონომისტი და იურისტი. უმოქმედო არც შინაურს უნდიდარ და არც გარეულს.  ვცოცხლობ რადგან თავს ხომ არ მოვიკლავ?!", - თქვა გულისტკივილით ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, ჭაღარათმიანმა ბებომ. 

ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში GeTube ავრცელებს. 

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

35 წუთის წინ

ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს გადახურვა განახლდება. პროექტის ღირებულება 14 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341