ევროპარლამენტის დეპუტატი: სააკაშვილი უკრაინის დასახმარებლად იბრძვის, ის უკვე შევიდა ისტორიაში

ევროპარლამენტის დეპუტატი: სააკაშვილი უკრაინის დასახმარებლად იბრძვის, ის უკვე შევიდა ისტორიაში

ევროპარლამენტის დეპუტატი იარომირ შტეტინა მიიჩნევს, რომ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ კორუფციისა და საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ იბრძვის. როგორც მან კიევში ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან განაცხადა, სააკაშვილი უკვე შევიდა ისტორიაში და შესაძლოა ეს მეორედაც შეძლოს.   

"სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ვიცნობ, ჩემს მეგობრად მიმაჩნია. ჩემი აზრით, აქ სააკაშვილი მთავარ როლს არ ასრულებს, მთავარ როლს ასრულებს ის, რომ ხალხს ამ ქვეყანაში აწუხებს არსებული კორუფცია. სააკაშვილმა აჩვენა,რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია. ეს მან საქართველოში შეძლო. სამი წლის წინ მე მაიდანზე ვიყავი რამდენჯერმე, დღევანდელი მოვლენები შესაძლოა მას შევადარო, თუმცა ხალხი შედარებით ნაკლებია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობას, ვნახე ვიდეომასალა და ვფიქრობ, მიღებული ძალისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას. ისინი დილის 07:00 საათზე შეიჭრნენ, თითქოს ვიღაც დამნაშავე უნდა აეყვანათ. ხელისუფლებას ეს არ გამოუვიდა. ჩემი აზრით, სააკაშვილი უკვე შევიდა ისტორიაში და თუ ის ამას მეორედაც შეძლებს, ეს კარგი იქნება, თუმცა იმავე მდინარეში მეორედ შესვლა ყოველთვის ძალიან რთულია. სააკაშვილის ქმედებებში არანაირ პირად ინტერესეს არ ვხედავ. ის უკრაინის დასახმარებლად იბრძვის. მას ესმის, რომ საქართველოც და უკრაინაც პოსტ-საბჭოთა სივრცეა, სადაც არსებობს საბჭოური ჩვევები და აზროვნება, რომელსაც სააკაშვილი ებრძვის",-განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა.

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

10 წუთის წინ

ცერემონიალი საიდუმლო სამსახურის შტაბში გაიმართა. მას ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ს ადმინისტრაციის რამდენიმე მინისტრი. ამა წლის 16 მაისს, აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტმა CIA- ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341