ტრამპი საუდის არაბეთს მოუწოდებს, იემენის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს

ტრამპი საუდის არაბეთს მოუწოდებს, იემენის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, იემენის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უზრუნველყოს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა განაცხადა.

"ჩემი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს დავავალე, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და სთხოვონ მას, მისცეს ნებართვა იემენის მოსახლეობას საკვები, საწვავი, წყალი და მედიკამენტები მიაწოდონ, რომლებიც უიმედოდ იმყოფებიან...ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

გაერო-ს შეფასებით, მოსახლეობის ორი მესამედი სუფთა სასმელი წყლის (დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი) ხელმისაწვდომობის გარეშეა დარჩენილი.

მანამდე, საერთაშორისო ორგანიზაციამ "ექიმები საზღვრებს გარეშე" საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, იემენის მოსახლეობას გადაუდებელი დახმარება მიაწოდოს. მათი ინფორმაციით, იემენში 300 კლინიკა და საავადმყოფო განადგურდა.

იემენში კონფლიქტი 2015 წლის მარტში გამწვავდა. გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 8000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები. თითქმის 19 მილიონ ადამიანს ომის გამო, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237