ერდოღანი იერუსალიმის საკითხზე პუტინთან იმსჯელებს

ერდოღანი იერუსალიმის საკითხზე პუტინთან იმსჯელებს

თურქეთის პრეზიდენტა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, იგი თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე ვაშინგტონის გადაწყვეტილებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Dogan- ი ავრცელებს

"შევხვდები პუტინს, დასავლეთის ქვეყნების - გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის, ესპანეთის ლიდერეს, რადგან ეს კაცობრიობის საქმეა და არა მარტო მუსლიმების", - განაცხადა ერდოღანმა.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს " დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".

როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237