გიორგი გახარია: სკოლაში წესრიგის დამყარებაში უბნის ინსპექტორი ვერ ჩაერთვება

გიორგი გახარია: სკოლაში წესრიგის დამყარებაში უბნის ინსპექტორი ვერ ჩაერთვება

"იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან სკოლაში წესრიგის დამყარებაში",- აცხადებს შს მინისტრი გიორგი გახარია.

"სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ. ამიტომ იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან სკოლაში წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, "კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს.

"კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხი სამართალდამცავი სტრუქტურის უნდა იყოს უფრო ეფექტური, უფრო დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ პოლიციაში სტრუქტურული რეფორმების",- აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მეუღლეზე, მეუღლის დედასა და  მამაზე ძალადობასა და მუქარაში ბრადებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

მეუღლეზე, მეუღლის დედასა და მამაზე ძალადობასა და მუქარაში ბრადებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

1 საათის წინ

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს, ი.ა.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ვ.ა.-ს, მეუღლის დედას - ა.ა.-ს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამას - პ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341