გიორგი გახარია: კრიმინალური პოლიცია უფრო ეფექტური უნდა გახდეს

გიორგი გახარია: კრიმინალური პოლიცია უფრო ეფექტური უნდა გახდეს

შინაგან საქმეთა მინსიტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კრიმინალური პოლიცია უფრო ეფექტური უნდა იყოს, რაც იმ სტრუქტურული რეფორმების შედეგად მოხდება, რომელიც უნდა გატარდეს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ. ამიტომ იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან სკოლაში წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, "კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს.

"კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხი სამართალდამცავი სტრუქტურის უნდა იყოს უფრო ეფექტური, უფრო დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ პოლიციაში სტრუქტურული რეფორმების",- აღნიშნა გახარიამ.

თემები:
შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

13 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237