გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

გერმანია ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ამის შესახებ Twitter- ის გვერდზე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესმდივანი შტეფან ზაიბერტი წერს.

"ფედერალური მთავრობა მხარს არ უჭერს ამ პოზიციას, რადგან იერუსალიმის სტატუსი „ორი ქვეყნის ფორმულირების "ფარგლებში უნდა განიხილებოდეს",-წერს ის.

ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმაც გაავრცელა.

"ჩვენ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე აშშ-ს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, სანამ სტატუსის შესახებ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ იქნება", - განაცხადა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერის შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის სასარგებლო არ იქნება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ხელი მოწერა.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237