იერუსალიმის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებამ თურქეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია

იერუსალიმის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებამ თურქეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია

ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ თურქეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Yeni Şafak ავრცელებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „შეცდომა“ უწოდეს. გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

სააგენტო Reuters-ის თანახმად, ერთ-ერთი მასშტაბური აქცია სტამბოლში აშშ-ს გენერალური საკონსულოს შენობასთან გაიმართა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა ზოგიერთმა მონაწილემ დიპლომატიური მისიის შენობას სხვადასხვა საგანი ესროლა.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა: "ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს ადმინისტრაციას გადახედოს ამ არასწორ გადაწყვეტილებას, რამაც შეიძლება უკიდურესად ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. თავიდან უნდა იქნას აცილებული გართულებელი ნაბიჯები, რომლებიც იერუსალიმის სტატუსს მიაყენებს, როგორც მულტიკულტურულ და ისტორიულ ქალაქს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237