''თბილისი რუმსში'' გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებასა და ინფორმაციის მართვის ჰარმონიზებაზე იმსჯელეს

''თბილისი რუმსში'' გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებასა და ინფორმაციის მართვის ჰარმონიზებაზე იმსჯელეს

სასტუმრო ''თბილისი რუმსში'', პროექტზე ''გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში'' იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

მონაწილეები კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების კარგვასა და გაუდაბნოების, რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებისთვის მონიტორინგის დაგეგმვას და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობის საკითხებს გაეცნენ.

პროექტის მიზანია, გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესება, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლება, რაც სახელმწიფოში გარემოსდაცვითი დაგეგმარების, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესებას შუწყობს ხელს.

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF)და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა.

შეხვედრას, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისს სამინისტრო ავრცელებს.

თბილისის იუსტიციის სახლთან 26 მაისის თაღი გაიხსნა

თბილისის იუსტიციის სახლთან 26 მაისის თაღი გაიხსნა

2 წუთის წინ

იუსტიციის სახლის შესასვლელთან აღმართული თაღი იმ გზის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ერთი საუკუნის განმავლობაში გაიარა ევროპასთან დასაბრუნებლად. თანამედროვე ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად მისულ საქართველოს მოქალაქეებს სიმბოლურად იმავე...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341