ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა

ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times ავრცელებს.

„გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი ოფიციალურად ვაღიარო", - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ისრაელს უფლება აქვს საკუთარი დედაქალაქი თავად განსაზღვროს.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ს მიერ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად ვალდებულებების შესუსტებას არ გულისხმობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ნაბიჯი სადავო საკითხების გადაჭრას, კერძოდ, საზღვრებს არ უკავშირდება.

შეგახსენებთ, ევროპელმა და გერმანელმა დიპლომატებმა ტრამპი გააფრთხილეს, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცალმხრივი აღიარება ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ხელს შეუშლის.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237