გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ტერიტორიის მონიტორინგს განახორციელებს.

ხანძრის ქრობის პროცესში 40-მდე მეხანძრე-მაშველი, 8 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო მონაწილეობდა. პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა.

ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სრულყოფილ ინსპექტირებას განახორციელებენ იმის დასადგენად, თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგა გარემოს. შედეგებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამის ზომებს მიიღებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

5 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237