მეხანძრეები ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ

მეხანძრეები ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ

მეხანძრეების, ქუთაისში გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა. 

ხანძრის ლიკვიდირებას 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. 
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მაც, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გურჯაანში სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება

გურჯაანში სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება

11 საათის წინ

"16 ცალი რადარი მერიას უკვე შეძენილი აქვს. წელს გაფორმდა მეორე ეტაპი ხელშკრულების, რადარების შეძენაზე, სულ თანხით 53 ათას 924 ლარი. ჯერჯერობით ლოკაციები განსაზღვრული არ არის. ამას საპატრულო პოლიცია და საგზაო დეპარტამენტი ერთობლივად...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237