იენს სტოლტენბერგი: NATO რუსეთთან სამხედრო არხებით კონტაქტებს განაახლებს

იენს სტოლტენბერგი: NATO რუსეთთან სამხედრო არხებით კონტაქტებს განაახლებს

ნატო-ს გენერალურმა მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი რუსეთთან სამხედრო არხებით კონტაქტებს განაახლებს. როგორც ბრიუსელში UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამხედრო კონტაქტების გამოყენებაზე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ამ არხებს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი პიტერ პაველი და ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაური, კურტის სკაპაროტი გამოიყენებენ", - განაცხადა მან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო კონტაქტების განახლების ინიციატივაზე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. „ამან კონკრეტული პროცესი უნდა გამოიწვიოს, რომლის დროსაც ჩვენ ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე შევთანხმდებით",-განაცხადა მან.

ასევე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მხარეებმა ერთმანეთს სწავლებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან საკითხი გამჭვირვალე, პროგნოზირებადი იქნება, როდესაც სამხედრო საქმიანობა, რისკები გაიზრდება.

ამ შემთხვევაში, ნატო-ს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკვე გამართა შეხვედრა რუსეთის რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან. ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და ვარშავის სამიტზე ისაუბრა. "ეს მიდგომა ეფექტურია და ყველა მოკავშირე მხარს უჭერს ", - განაცხადა მან.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237