ზუგდიდში, თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები უწყობას აპროტესტებენ

ზუგდიდში, თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები უწყობას აპროტესტებენ

ზუგდიდში, თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ. ისინი ამ წუთებში წყლის მიწოდების შეწყვეტას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, სამი დღეა, წყალი არ აქვთ, თუმცა მიზეზი არ იციან.

„ისედაც უვარგისია ეს წყალი და ახლა, მესამე დღეა, საერთოდ უწყლოდ ვართ. ყურადღებას არ გვაქცევენ. მივმართავთ პრემიერ კვირიკაშვილს, სახალხო დამცველს, რომ ჩამოვიდნენ და მოგვაქციონ ყურადღება, გაარკვიონ, რა ხდება“, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

დავალიანების 20 000 ლარის გამო დევნილებს წყლის მიწოდება, რამდენჯერმე შეუწყდათ. მაშინ რამდენიმე მათგანი უბნის მაჟორიტარ დეპუტატთან მამუკა ყურაშვილთან ერთად აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას შეხვდა.

ჩილაჩავამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ დევნილთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრისთვისაც ცნობილია და უწყება წყალკანალთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავის მხრივ, წყალკანალშირადში აცხსდებენ დოკუმენატაცია მზადდება, რის შემდეგაც დასახლებას კომპანიის ბალანსზე აიყვანენ.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დევნილთა დასახლების საკუთარ ბალანსზე აყვანის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს საკითხი უახლოეს დღეებში დაზუსტდებოდა, თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი,როდის აიყვანს აღნიშნული კომპანია დასახლებას საკუთარ ბალანსზე.

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

24 წუთის წინ

ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იობიძემ თანამაშრომლებს სამუშაო სპეცტანსაცმელი - მაისურები, კეპები, საწვიმრები და ბოტები, გადასცა. წყალტუბოს დასუფთავებას 50-მდე მეეზოვე და დამხმარე ემსახურება.

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341