შსს: აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა

შსს: აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზე განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - "112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული.

პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისათვის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი გუმათჰესი 2-ის მიმდებარე პერიმეტრს იცავენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო",- ნათქვამია განცხადებაში.

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

13 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237