პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მეოთხედ გეგმავს

პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მეოთხედ გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მიიღებს. Rbc-ს ცნობით, არჩევნებში მეოთხედ მონაწილეობის შესახებ პუტინმა ნიჟნი ნოვგოროდში Gaz-ის ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"საუკეთესო ადგილი და საუკეთესო მიზეზი ამის გამოსაცხადებლად, ალბათ ეს არაა. დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის ", - განაცხადა პუტინმა და აღნიშნა: „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ჩემს კანდიდატურა წარვადგენ".

ვლადიმერ პუტინს 2017 წლის განმავლობაში რეგულარულად ეკითხებოდნენ, გეგმავდა თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, როგორც წესი, რუსეთის პრეზიდენტი შეკითხვას უპასუხოდ ტოვებდა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეორე (2000-2008) და მეოთხე (2012-) პრეზიდენტია. 1999-2000 და 2008-2012 წლებში რუსეთის მთავრობის მდივანი იყო, 1998-1999 წლებში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, 1999 წელს იკავებდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს.

ქვეყნის პირველი პირი 1999 წლის 31 დეკემბერს გახდა, როდესაც ბორის ელცინმა ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. პირველად პრეზიდენტად 2000 წლის 26 მარტს გახდა, მეორედ 2004 წელს, მესამედ — 2012 წელს.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237