იენს სტოლტენბერგი: რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოვუწოდებ

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოვუწოდებ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს არსებული ვალდებულებების შესრულებისა და საქარველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს.

"დავასრულეთ ნატო-საქართველოს კომისიის ძალზე პროდუქტიული შეხვედრა, რომელზეც საქართველოსთან ურთიერთობებების გაღრმავების საკითხი განვიხილეთ. NATO მადლობელია იმ მხარდაჭერის, რომელსაც საქართველო ალიანსს სამშვიდობო მისიებში უწევს. საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია არაწევრ ქვეყნებს შორის ნატო-ს მხარდაჭერის მისიაში, სადაც პროფესიონალი ქართველი სამხედროები მსახურობენ. დღეს ჩენ ვსაუბრობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. განვიხილეთ საქართველოსთან თანამშრომლობის გზები, ასევე ვიმსჯელთ რუსეთის ფაქტორზე.

ჩვენ კიდევ მოვუწოდებთ რუსეთს, არსებული ვალდებულებების შესრულებისა და საქარველოდან ჯარების გაყვანისკენ. NATO მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ალიანსის წევრობისკენ. ჩვენ განვაგრძობთ არსებითი პაკეტის განხორციელებას. ვგეგმავთ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს 2019 წელს საქართველოში, ასევე მოქმედებს ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი და სკოლა, რომელიც ამზადებს.

ასევე აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის ენერგო და კიბერუსაფრთხოებაზე და ქალების როლის გაზრდაზე შეიარღებულ ძალებში. ჩვენ ვაგრძელებთ იმ წარმატებული რეფორმების მხარდაჭერას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს და ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს",-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237