ზუგდიდი საუკეთესო მუნიციპალიტეტთა ხუთეულში დასახელდა

ზუგდიდი საუკეთესო მუნიციპალიტეტთა ხუთეულში დასახელდა

პროექტ "ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“, საუკეთესო 5 მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს, დავით ჭანტურიას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.

კვლევის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის (CTC) წარმომადგენელმა გიორგი ტოკლიკიშვილმა წარუდგინა. მან ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტების საერთო რეიტინგისა და საბოლოო ანგარიშის შესახებ, მიმდინარე წელს, ონლაინ პლატფორმის -WWW.LSGINDEX.ORG - გამოყენებით ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

ღონისძიების ფარგლებში, 2017 წლის ყველზე მაღალი შედეგის მქონე 5 მუნიციპალიტეტი რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, ჩხოროწყუ და ზუგდიდი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება 15 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში, მოხდა. კვლევა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 71 მუნიციპალიტეტში ჩაატარა.

კვლევის მიმდინარეობისას შემფასებლის სტატუსით, პროცესში მონაწილეობა ათი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა მიიღო.

პროექტს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი’’, ფონდის ,,ღია საზოგადოება-საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC) ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტის მიზანია, საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან - საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.

თემები:
წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

23 წუთის წინ

ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იობიძემ თანამაშრომლებს სამუშაო სპეცტანსაცმელი - მაისურები, კეპები, საწვიმრები და ბოტები, გადასცა. წყალტუბოს დასუფთავებას 50-მდე მეეზოვე და დამხმარე ემსახურება.

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341