საჩხერის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, სკოლების მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა

საჩხერის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, სკოლების მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა

საჩხერისა და ჭიათურის საჯარო სკოლების ნაკრებ გუნდებს შორის კალათბურთის მატჩი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა. კალათბურთის მატჩს საჩხერისა და ჭიათურის სასპორტო სკოლების მწვრთნელთა გუნდი და სპორტის პედაგოგები ხელმძღვანელობდნენ.

საჩხერის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გამართულ შეჯიბრში, გამარჯვება ანგარიშით 65:57 საჩხერის გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს საქართველოს პროკურატურის სახელით თასი და სიგელები გადაეცა, სპეციალური სიგელები გადაეცათ ასევე ცალკეულ კატეგორიაში საუკეთესო მოთამაშეებს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

25 წუთის წინ

ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იობიძემ თანამაშრომლებს სამუშაო სპეცტანსაცმელი - მაისურები, კეპები, საწვიმრები და ბოტები, გადასცა. წყალტუბოს დასუფთავებას 50-მდე მეეზოვე და დამხმარე ემსახურება.

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341