ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "აიპრესს" ინფორმაცია მერიასი დაუდასტურეს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ესებუამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 4 დეკემბერს დატოვა. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას, მერიაში განაცხადეს, რომ ერთი მეორესთან კავშირში არ არის.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზედამხედველობის და არქიტეტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მაშინ დააკავეს, როცა ბრალდებულმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი. უწყების ინფრომაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 დან 15 წლამდე.

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

28 წუთის წინ

ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იობიძემ თანამაშრომლებს სამუშაო სპეცტანსაცმელი - მაისურები, კეპები, საწვიმრები და ბოტები, გადასცა. წყალტუბოს დასუფთავებას 50-მდე მეეზოვე და დამხმარე ემსახურება.

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341