მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, გამომძიებელი კარავში მივიღო

მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, გამომძიებელი კარავში მივიღო

პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გამომძიებელი კარავში მიიღოს. როგორც მან უკრაინაში მხარდამჭერებისადმი საგანგებო მიმართვისას განაცხადა, უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო გაუნათლებელია და მას იურისდიქციაში არაფერი გაეგება. 

"დილით კვლავ სცადეს პროვოკაციის მოწყობა და ჩემს კარავში შემოსვლა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ხალხი დაზარალდა. გუშინ ლუცენკომ თავხედურად მოიტყუა, მათ შორის ჩემს სტატუსზეც. დეპუტატების წინააღმდეგ საქმე აღძრეს, თითქოს ისინი კანონის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

ლუცენკო გაუნათლებელია, იურისპრუდენციაში არაფერი გაეგება და ნაცნობობით გახდა გენერალური პროკურორი. არაფერი იცის სამართალმცოდნეობაზე, ამიტომ მინდა განვაცხადო, მას გენერალურ პროკურორად არ მივიჩნევ. არ აქვს არც ღირსება. მზად ვარ, აქ კარავში მივიღო გამომძიებელი",-განაცხადა სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, 5 დეკემბერს სააკაშვილის ბინაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა, ხოლო თავად მიხეილ სააკაშვილი დააკავა. დაკავებისა და პოლიტიკოსის მიკროავტობუსში მოთავსების შემდეგ, ვითარება დაიძაბა და სააკაშვილის მომხრეებსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმს შორის დაპირისპირება დაიწყო. რამდენიმე საათში მათ სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხეს და რადას შენობისკენ დაიძრნენ.

სააკაშვილს ბრალად დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელშეწყობა და მათი დაფარვა ედება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სააკაშვილს ნებაყოფლობით ჩაბარებისათვის 24 საათი მისცა. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები რადას შენობასთან საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებენ.

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

CIA-ის ახალი დირექტორი ჯინა ჰასპელი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

11 წუთის წინ

ცერემონიალი საიდუმლო სამსახურის შტაბში გაიმართა. მას ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ს ადმინისტრაციის რამდენიმე მინისტრი. ამა წლის 16 მაისს, აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტმა CIA- ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341