თიბისი ბანკი საქართველოში 2017 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

თიბისი ბანკი საქართველოში 2017 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

თიბისი ბანკი 2017 წლის საუკეთესო ბანკი გახდა საქართველოში. ეს სტატუსი ბანკს მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა "The Banker" მიანიჭა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

აღიარება თიბისი ბანკმა ძლიერი ფინანსური შედეგების, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტისა და საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო.

"ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წარმატებას და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ახალი გამოწვევებისთვის  და იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო საბანკო სერვისები შევთავაზოთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკმა "The Banker"-ის პრესტიჟული ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მეცხრედ მიიღო. გავლენიანი ფინანსური გამოცემა "The Banker", რომელიც 1926 წლიდან გამოდის, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა  და მიღწევების გათვალიწინებით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

1 საათის წინ

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 23 მაისის 17:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341