15-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიტვა გაანადგურა

15-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიტვა გაანადგურა

  • სპორტი
  • 06 დეკემბერი, 2017
  • 10:23
  • მაგდა კლდიაშვილი

თბილისში მიმდინარე ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს 15-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ლიტვის ნაკრებს უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა. 

ტურნირის მონაწილე თურქეთმა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კი 3:0 აჯობა ბელარუსს.

ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან უდიდესი უპირატესობა ტაიმებში 3-3 გოლით აღნიშნა. თავი ჯაბა ჯიბლაძემ (მე-7 წუთი), ლუკა ქუნთელიამ (19), ლუკა გაგნიძემ (26), ლუკა თაგორაშვილმა (51), ნიკა სიხარულაშვილმა (60) და გიზო მამაგეიშვილმა (66) გამოიჩინეს.

ლიტვასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

შურღაია, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, ზოსიაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი, ჩხეტიანი, ჯიბლაძე, ქუნთელია.

შეცვლაზე შევიდნენ: აბჟანდაძე, მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, სიხარულაშვილი, ბეჭვაია, მეხტიევი, თაგორაშვილი.

მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. 12 საათზე "დავით პეტრიაშვილზე" ლიტვა თურქეთს შეხვდება, ხოლო 14 საათზე "ბასაზე" საქართველო ბელარუსს გაეჯიბრება.
 

ძიუდოისტების მიერ გადაგდებული ქევხიშვილის სავარძელი, მოქალაქემ წაიღო (ფოტო)

ძიუდოისტების მიერ გადაგდებული ქევხიშვილის სავარძელი, მოქალაქემ წაიღო (ფოტო)

1 საათის წინ

 მოქალაქემ კარგად შეამოწმა სავარძლის ვარგისიანობა, შემდეგ კი წაიღო. ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა დღეს დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს, მისი სავარძელი კი გამოიტანეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. ფედერაციის პრეზიდენტს ამ დრომდე...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341